ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება

08 დეკემბერი 2020, 11:27 922 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

სალომე ზურაბიშვილმა ბრძანება დღეს, 8 დეკემბერს გამოსცა. 

საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათი დღის განმავლობაში იმართება.

​ცესკო-მ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს გამოაქვეყნა. 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში