თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ - ირაკლი ოქრუაშვილი

08 დეკემბერი 2020, 13:26 1122 ნახვა

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ოპოზიციიდან პარლამენტში შესვლას აპირებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

''თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ'' - წერს ირაკლი ოქრუაშვილი. 

 

მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს უნდა გაიმართოს. ''ქართული ოცნების'' წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გუშინაც შეიკრიბნენ, თუმცა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. 

მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” 90 მანდატი მოიპოვა, 36 მანდატი ეკუთვნის ენმ-ს, 5 “ევროპულ საქართველოს”, 4 “პატრიოტთა ალიანსს”, 4 “გირჩს”, 4 “ლელოს”, 4 გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელს”, 2 ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეებს” და 1 “ლეიბორისტულ პარტიას”.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში