სამედიცინო ინვენტარი სოფლის ექიმებისთვის

08 დეკემბერი 2020, 18:02 1113 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 80-მდე ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა. სამედიცინო აპარატები აჭარის 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და ის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე მკურნალობისათვის იქნება გამოყენებული.

კორონავირუსის მართვის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან სოფლის ექიმებიც. ჟანგბადის კონცენტრატორები უკვე გადაეცა კოვიდსასტუმროებსა და კოვიდმართვაში ჩართულ კლინიკებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში