საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოებს და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

09 დეკემბერი 2020, 11:32 942 ნახვა

რეგიონული უსაფრთხოება და საქართველო-თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება - ეს ძირითადი საკითხებია, რომლებიც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით განიხილეს. როგორც ტვიტერზე დავით ზალკალიანმა დაწერა, მან თურქ კოლეგას ტერიტორიული მთლიანობის, ნატოში მისწრაფებისა და კოვიდ-19-ის დასამარცხებლად დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრი ასევე ესაუბრა  ბულგარეთისა და მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს. მთავარი თემა ამ შემთხვევაშიც რეგიონული უსაფრთხოება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და პანდემიასთან ერთობლივი ბრძოლის სტრატეგია იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში