როგორ გავიაროთ რეგისტრაცია 300 ლარიანი დახმარების მისაღებად - ინსტრუქცია

09 დეკემბერი 2020, 12:52 41937 ნახვა

300 ლარიანი დახმარების მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია მეექვსე დღეა მიმდინარეობს. საუბარია, თვითდასაქმებულ პირებზე, რომლებიც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო ვეღარ მუშაობენ. 

კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზეა შესაძლებელი. 

პროფილზე შესვლისას მომხმარებელმა უნდა დააჭიროს ხელი ღილაკს - რეგისტრაცია, რის შემდეგაც გამოჩნდება სპეციალური ფანჯარა, რომელშიც უნდა შეიყვანონ საჭირო მონაცემები. აუცილებელია პირადი ნომრის,  მობილური ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მითითება. 

სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

რეგისტრაცია 24 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება. ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ, ინფორმაციის დასაზუსტებლად, პირს კიდევ 2 დღე ეძლევა, ეს კი 28 დეკემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს,  რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში