საქართველოში კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

10 დეკემბერი 2020, 11:01 1356 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 43 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 045.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა, აჭარა-331, იმერეთი-708, ქვემო ქართლი-352, შიდა ქართლი-214, გურია-72, სამეგრელო – ზემო სვანეთი-325, კახეთი-272, მცხეთა-მთიანეთი-133, სამცხე-ჯავახეთი-75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938, საიდანაც, 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-3 017, აჭარაში-991, იმერეთში-1 357.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, 3 524 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში