უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრება იწყება

10 დეკემბერი 2020, 11:38 1272 ნახვა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრება იწყება. პროცესი დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდება. საბჭოს წევრები დღეში ორ კანდიდატს მოუსმენენ. საბოლოო ჯამში 50 კანდიდატიდან 9 უნდა შეირჩეს, რომლებიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამტკიცებენ, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და კანდიდატის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერებაა. განსხვავებულად ფიქრობს საბჭოს არა მოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. საბჭოს წევრების წინაშე დღეს ივერი აბაშიძესა და გოჩა აბუსერიძეს მოუსმენენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში