ეროვნული ლიგის ჩემპიონი დღეს გამოვლინდება

10 დეკემბერი 2020, 12:39 1015 ნახვა

დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დასკვნითი ტურის შეხვედრები გაიმართება.

წლევანდელ სეზონში, ინტრიგა იმის შესახებ თუ ვინ დაეუფლება ჩემპიონის ტიტულს, ბოლო ტურამდე შენარჩუნდა. ჩემპიონობისთვის ორი ‘’დინამო’’ იბრძვის. 

თბილისელებს 37 ქულა აქვთ, ხოლო ბათუმელებს 35.  თბილისის ‘’დინამო’’ საკუთარ მოედანზე,  თანაქალაქელ ‘’მერანს’’ მიიღებს.  

"’მერანი’’ ამ დროისთვის 6 ქულით ბოლო ადგილზეა და მომავალი სეზონიდან ისევ ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნდება. 

გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმის ‘’დინამო’’, საჩხერის ‘’ჩიხურას’’  ‘’ანგისას ბაზაზე’’ უმასპინძლებს.

საჩხერლები მე-9 ადგილზე იმყოფებიან და ამ შეხვედრის ნებისმერი შედეგით დასრულების შემთხვევში, ისინი ისევ მე-9 დგილზე დარჩებიან და ფლეიაუტში იბრძოლებენ ელიტარულ დივიზიონში დარჩენისთვის.

ორივე მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.
გარდა ჩემპიონობისა ეროვნულ ლიგაში ევროპის ლიგის საგზურის მფლობელის ვინაობაც გასარკვევია. ბოლო ტურში საგზურისთვის მებრძლი ‘’ლოკომოტივი’’ და გორის ‘’დილა’’ ხვდებიან ერთმანეთს.

თბილისელებს 29 ქულა აქვთ და ამ შეხვედრაში ფრეც აკმაყოფილებთ ,ხოლო გორელებს 27 ქულა აქვთ და მხლოდ გამარჯვების შემთხვევაში დაიკავებენ საპრიზო მესამე ადგილს. ეს შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში