ქუთაისში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

12 დეკემბერი 2020, 11:45 1302 ნახვა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლამდე კაცს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება, გულ-სისხლ ძარღვთა პრობლემა ჰქონდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 81 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათგან კრიტიკულად მძიმეა 5.

"24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 1 პაციენტი, 70 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თანმდევი დაავადება ჰქონდა. ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მაღლაფერიძემ. 24 საათის განმავლობაში კლინიკიდან 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს, მიიღეს 9 ინფიცირებული.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში