“FIFA-ს“ ახალი რეიტინგით საქართველოს ნაკრები 117-ე პოზიციაზეა

12 დეკემბერი 2020, 12:00 710 ნახვა

ფეხბურთის საერთაშორისო მმართველმა ორგანომ  FIFA-მ ახალი სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები 1 267 ქულით 89-ე ადგილზე იმყოფება.  აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები რეიტინგში ჩვენს ნაკრებზე წინ იმყოფებიან. 

ესპანეთის ნაკრები გამოქვეყნებულ რეიტინგში მე-6 ადგილზეა, შვედეთი - მე-20-ზე, საბერძნეთი კი 53-ე პოზიციაზე. ერთადერთი კოსოვოა, რომელიც 117-ე ადგილს იკავებს.  რეიტინგის სათავეს კვლავაც ბელგია ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილოსან საფრანგეთს 25 სარეიტინგო ქულით უსწრებს.  5 საუკეთესო ქვეყანას  ბრაზილია, ინგლისი და პორტუგალია ავსებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში