პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა დააკავა

12 დეკემბერი 2020, 18:30 1957 ნახვა

2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი - ეს ნივთები პოლიციამ ძებნილი ბადრი ესებუას ძმის ბიძინა ესებუას ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

უწყების განცხადებით არსებობდა ვარაუდი, რომ  ბიძინა ესებუას კონტაქტი ჰქონდა მის ძმასთან და აღნიშნული ნივთები მიმალვაში მყოფი ძმისთვის უნდა გადაეცა. სწორედ ამ მიზნით პოლიცია ბიძინა ესებუაზე ვიზუალურ კონტროლს ახორციელებდა.

ის ავტომობილით გადაადგილების დროს დღეს სამეგრელოში დააკავეს, მას ბრალად ედება ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  მას 4 დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში