პარიზში, საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტები დააკავეს

13 დეკემბერი 2020, 12:08 1058 ნახვა

საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე 150-მდე დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნებას კრძალავს.

საფრანგეთში მესამე კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში