მოსახლეობა ალტერნატიულ ფართს ითხოვს

13 დეკემბერი 2020, 18:20 1277 ნახვა

საპროტესტო აქცია ბათუმში.  მაიაკოვსკის  ქუჩის 55 ნომერში მცხოვრებლებმა რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.   45 ოჯახი ალტერნატიულ საცხოვრებელს ითხოვს, რომლის მშენებლობისთვისაც მერიამ ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა. მოსახლეობა აცხადებს, რომ კორპუსი  ბაგრატიონის ქუჩაზე მოძრავმა მძიმე ტექნიკამ დააზიანა, რომ აქვთ სამხარაულის დასკვნა, რომლის მიხედვითაც იქ ცხოვრება საფრთხის  შემცველია. 

,,მთავარმა“ გაარკვია, რომ მერიამ   ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად  კომპანია „რეალმშენს“ ბიუჯეტიდან 480 ათასი ლარი გადაუხადა, თუმცა მშენებლობა  ამ დრომდე არ დასრულებულა. არადა მოსახლეობას იქ გასულ წელს უნდა  გადასცემოდათ ფართები.  აქციაზე მერიის წარმომადგენელი მივიდა.

თვითმმართველობის  პრესსამსახურში  სატელევიზო კომენტარი არ გააკეთეს, სატელეფონო საუბარში კი განმარტეს, რომ  საკითხი კერძო სექტორსა და მოსახლეობას ეხება, რომელშიც მერიაც აქტიურადაა ჩართული. ჩვენ მცდელობის მიუხედავად კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში