კორონავირუსი მსოფლიოში

13 დეკემბერი 2020, 20:20 1280 ნახვა

ჩინეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალ შემთხვევებიდან 19 იმპორტულია, ხოლო ხუთი პირი ადგილობრივი გადაცემის შედეგად დაინფიცირდა, თუმცა ჯერჯერობით ჩინეთის მთავრობაში ვირუსის ახალი ტალღის დაწყებას არ ვარაუდობენ, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია 656 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

გაერო-ს ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის თანახმად, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში კორონავირუსულ ინფექციას 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში „კოვიდ-19“ 71 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 1.6 მილიონზე მეტი კი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში