ქობულეთის საკრებულოს წევრი მალხაზ რომანაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

13 დეკემბერი 2020, 23:57 3552 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს წევრი, მალხაზ რომანაძე სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფილტვების ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. 

ის მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ბათუმის "სამედიცინო ცენტრის" კოვიდ მიმღებ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში რეანიმაციაში იყო მოთავსებული. 

მალხაზ რომანაძე, 2017 წლიდან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის საკრებულოს წევრი და ასევე ქობულეთის ცენტრალური ბაზრის მფლობელი იყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში