საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

14 დეკემბერი 2020, 11:03 1347 ნახვა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 498 პირი, ხოლო 49 პაციენტი გარდაიცვალა. 

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა - 212, იმერეთი - 147, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 48, გურია - 16, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 74, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი -18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  161 681-მდე.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517,  6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 977, აჭარაში-866, იმერეთში-1 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში-518, აჭარაში-150, იმერეთში-239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი, მათგან თბილისში-222, აჭარაში-82,  იმერეთში-52.               2 886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 951-თბილისში,   1 332-აჭარაში, 288-იმერეთში. 17 719 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე'' - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 986 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 290, აჭარაში - 146.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში