თებერვლიდან, საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ვგეგმავთ - ნათია თურნავა

14 დეკემბერი 2020, 15:27 1055 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით,  თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა იგეგმება. ამის შესახებ მინისტრმა უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროექტი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში