კიევში ჩერნობილის ავარიის ლიკვიდატორები გაიხსენეს

14 დეკემბერი 2020, 17:42 1054 ნახვა

უკრაინაში პატივი მიაგეს ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ავარიის ლიკვიდატორთა ხსოვნას.  დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება კიევში  ჩერნობილის გმირების მემორიალთან გაიმართა.

ღონისძიებაში  პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, პრემიერი დენის შმიგალი,  პარლამენტის სპიკერი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ.  მათ ყვავილებით შეამკეს მემორიალი და  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

კაცობრიობის ისტორიაში  ყველაზე მასშტაბური ტექნოგენური კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს კიევიდან 110 კილომეტრის  მოშორებით მოხდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში