განმეორებითი კენჭისყრა 4 საარჩევნო უბანზე

22 ოქტომბერი 2016, 00:00 3420 ნახვა

დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებითი კენჭისყრა 4 საარჩევნო უბანზე იმართება. განმეორებითი კენჭისყრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ  და სოფელ განმუხურის ერთ უბანზე, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე  დამკვირვებლებმა რამდენიმე საჩივარი  უკვე დაწერეს. როგორც ერთ-ერთი დამკვირვებელი, თეონა ოთანაძე, აცხადებს მისი საჩივარი ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევას ეხებოდა, კერძოდ, ამომრჩეველმა სასურველი ნომერი საარჩევნო კაბინის გარეთ შემოხაზა.ასევე საჩივრების ნაწილი წილისყრის პროცედურების დარღვევას ეხებოდა. დარღვევების შესახებ ინფორმაციას უარყოფს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. იაკობ ასანიძის თქმით, განმეორებითი კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში და განმუხურში განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე, ისე განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე არანაირ დარღვევებს უბნის გახსნის დროს ადგილი არ ჰქონია. სამივე უბანზე პირველმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით უკვე ისარგებლა.

ამავე კატეგორიაში