აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ნაგვის ურნები მიიტანეს - პროტესტი პირველი სხდომის წინ

15 დეკემბერი 2020, 11:26 1841 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სადაც დღეს პირველი სხდომა იმართება აქცია მიმდინარეობს. ორგანიზაციების: ''არ დათმო'', ''ალტერნატივასა'' და ''იმოქმედეს'' წევრებმა ნაგვის ურნები მიიტანეს, რომელზეც პოლიტიკოსების ფოტოებია დამაგრებული და აქვს წარწერა: მონობა ტეხავს. 

''ისინი არიან ქურდები, ქართველ ხალხს მოპარეს არჩევანი და მომავალი, ამიტომ ისინი არ იმსახურებენ დღეს იყვნენ უმაღლეს საბჭოში'' - განაცხადა ''ალტერნატივას'' წევრმა. 

შენობასთან შეკრებილებს ერთ-ერთი მოქალაქე დაუპირისპირდა, რომელმაც აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა პროტესტი შეეწყვიტათ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან უმრავლესობა ''ქართულმა ოცნებამ'' აიღო, ახალ შემადგენლობაში 7 დეპუტატის ჰყავს ოპოზიციას, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან და მანდატებზე უარს აცხადებენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში