ახალარჩეული უმაღლესი საბჭო დღეს 21 წევრის უფლებამოსილებას ცნობს

15 დეკემბერი 2020, 12:12 1483 ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანომ დღეს უმაღლესი საბჭოს 21 წევრის უფლებამოსილება უნდა ცნოს. 14 მანდატი "ქართულ ოცნებას" აქვს, 7 "ნაციონალურ მოძრაობას".

პროცედურის თანახმად, დეპუტატებმა პირველ სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე უნდა აირჩიონ.

დღესვე, განისაზღვრება კომისიებში წევრთა რაოდენობა, დეპუტატები კომიტეტების თავმჯდომარეებსაც აირჩევენ.

პირველ სხდომას არ ესწრებიან ოპოზიციის წევრები, ისინი ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს ბოიკოტს უცხადებენ. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, საკანონმდებლო ორგანო „რუსული ოცნებით“ დაკომპლექტდა და მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში