აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციაზე კიდევ სამი აქტივისტი დააკავეს

15 დეკემბერი 2020, 13:18 1614 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 3 პირი დააკავეს. მათ რამდენიმე წუთის წინ დაკავებულ "ალტერნატივას" დამფუძნებელ ხათუნა ბერიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს და საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ღობეზე სტიკერების გაკვრა სცადეს, რასაც დაკავება მოჰყვა.

სამართალდამცველებმა ისინი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.

მანამდე აჭარის საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს, ერთ-ერთი დაკავებული "ალტერნატივას" დამფუძნებელია. პოლიციელებმა ის მაშინ დააკავა, როცა უმაღლესი საბჭოს შენობაზე სტიკერებს აკრავდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე ამ დროისთის  სულ "ალტერნატივას" 7 წევრია დაკავებული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში