ბათუმში სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

15 დეკემბერი 2020, 14:46 3352 ნახვა

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო ავტომობილს, რომელშიც მოქალაქეებს ციტრუსი ჰქონდათ შენახული. მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება იყო.

 შემთხვევის ადგილზე, სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფება. მაშველებმა პროდუქტის გამოტანა მოახერხეს. 

თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომობილი უკვე წლებია აღნიშნულ ტერიტორიაზეა გაჩერებული, ის მუშა მდგომარეობაში არ იყო და საწყობად იყენებდნენ. 

იქვე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. 

 

ავტორი: ნინო ხუხუნაიშვილი 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში