ქუთაისში მაღაზია გაძარცვეს - დაკავებულია ორი პირი

16 დეკემბერი 2020, 11:47 926 ნახვა

ქუთაისში მაღაზია გაძარცვეს. რუსთაველის გამზირზე, "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე ობიექტიდან თანხა და პროდუქტები წაიღეს.

სავარაუდოდ მძარცველებმა მაღაზია დილით გატეხეს.  ობიექტის მფლობელის თქმით, დილით ხმაური გაიგონეს, გამოვიდნენ და მაღაზიის კარი გატეხილი დახვდათ.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში