„კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის საკოორდინაციო კომისია იქმნება

16 დეკემბერი 2020, 12:26 1027 ნახვა

საქართველოში „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია იქმნება. მთავრობის შესაბამისი განკარგულება „საკანონმდებლო მაცნეზე“ უკვე გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, კომისიის ამოცანაა „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე საჭიროებისამებრ მისი განახლება; „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი. კომისია უფლებამოსილია განახორციელოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვისთვის სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში