გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

16 დეკემბერი 2020, 13:52 1650 ნახვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მამა, დღეს დილით კორონავირუსით გარდაიცვალა.  ის 73 წლის იყო. 

ინფიცირებული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში მძიმე იყო.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოჯახის სხვა წევრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ინფიცირებული იყო გუტა ვასაძის მეუღლეც, რომელიც ასევე გადიოდა მკურნალობის კურსს. 

გიორგი ვაშაძის მამა პროფესიით ექიმი იყო.

განახლება: 15:15 პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის მამას კორონავირუსი დაახლოებით ერთი თვის წინ დაუდასტურდა, ის covid-19-გან განიკურნა, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში