მოთხოვნები აფრიკის დასახლებიდან

16 დეკემბერი 2020, 18:07 1080 ნახვა

აფრიკის დასახლებაში 12-მდე ნაგებობის დანგრევამ, ათობით ოჯახი უსახლკაროდ, იქ მცხოვრებთა ნაწილი კი შიშის ქვეშ დატოვა. მოსახლეობა ალტერნატიულ ფართებს და მიწების დაკანონებას ითხოვს. მათ დღეს სამგორის გამგეობაში დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის განცხადებების დაწერა შესთავაზეს, თუმცა როგორც ირკვევა, ამით სარგებლობა მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვინც ამ დასახლებაში არიან ჩაწერილები.

მესამე სექტორი მერიას დემონტაჟის შეჩერებისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ხელისუფლებას აქვს უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა დაუშვებელია, აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში