დღეს ბარბარობაა

17 დეკემბერი 2020, 15:35 1149 ნახვა

დღეს ბარბარობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა. სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება. ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა დეკანოზმა შიო პაიჭაძემ აღასრულა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ქალწულმოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს  მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა. წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად მიიჩნევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში