ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო მიწებს მომავალ წელსაც უსასყიდლოდ დაუმუშავებენ - აჭარის 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა

17 დეკემბერი 2020, 13:15 1140 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომაზე აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტს განიხილავენ.

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფერმერებს მომავალ წელსაც უსასყიდლოდ დაუმუშავებენ, რაზეც სოფლის მეურნეობის სამინისტრო 574 ათას ლარს დახარჯავს​.

ჯაბა ფუტკარაძემ სარეზერვო ფონდზეც ისაუბრა, მისი განცხადებით, მომავალი წლის სარეზერვო ფონდი 3 მილიონი ლარით გაიზრდება. მისივე განცხადებით, ის მედპერსონალისთვის, რომელიც ჩართულია როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ფუნქციონირებაში, ასავე დასაქმებულია საკარანტინე სივრცეებში, გამოიყოფაა შესაბამისი თანხები და გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში.

მან ასევე ისაუბრა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზეც.

"2020 წელს შევამცირეთ მაქსიმალურად ყველა ადმინისტრაციული ხარჯი. 20 მილიონის მობილიზება მოვახდინეთ. ადმინისტრაციული ხარჯები არც მომავალ წელს იზრდება.სპორტული და მუსიკალური სკოლების პედაგოგებს მოვუმატეთ სექტემბერში ხელფასები და ეს არის გათვალისწინებული რამაც სახელფასო ნაწილში ზრდა გამოიწვია" - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში