72 ათასი ლარი ქუჩის კამერების მოვლა-შენახვისთვის

17 დეკემბერი 2020, 15:20 1094 ნახვა

ქუჩაში დამონტაჟებლი სათვალთვალო ვიდეო კამერების მოვლა-შენახვისთვის ქობულეთის  მომავალი წლის  ბიუჯეტში 72-ათასი ლარია გათვალისწინებული.

ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ  შსს-თან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც 100-მდე სათვალთვალო კამერის  მოვლა-შენახვის საშუალება ეძლევათ, მანამდე ეს ფუნქცია სამინისტროს პრეროგატივა იყო.

ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მომსახურების შესყიდვაზე  ტენდერი გამოცხადდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში