აჭარაში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

18 დეკემბერი 2020, 10:39 1335 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში COVID-19 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 394 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე კორონავირუსი დაამარცხა 27 537-მა მოქალაქემ.

კლინიკა დატოვა 79-მა პირმა. კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 45 პაციენტი.

რეგიონის კლინიკებში ამ ეტაპზე მკურნალობს 762 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში - 1 037, ხოლო ონლაინ კლინიკაში  2 555 მოქალაქე. 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კლინიკაში 169 პაციენტი რჩება.  გია კიკაბიძის თქმით, 45 მოქალაქე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და მათგან 12 მართვით სუნთქვაზეა.

ბოლო 24 საათში რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამი მოქალაქე გარდაიცვალა.

''პაციენტების ასაკი 60-დან 74 წლამდე მერყეობს, მათი მდგომარეობა მძიმე იყო. დღეს ოცამდე პაციენტი ბინაზე გასაწერად ემზადება. კლინიკაში თავისუფალია 43 ადგილი'' - განაცხადა გია კიკაბიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში