აფრიკის დასახლებაში დაკავებულს სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

18 დეკემბერი 2020, 11:39 869 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა ვანო ფოცხვერაშვილს, რომელიც 15 დეკემბერს  აფრიკის დასახლებაში დააკავეს. თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული ნაგებობა სამი დღის წინ  დაანგრია, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და დააკავეს 13 ადამიანი, მათგან 12-ს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ისინი  ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში