უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში - გომელაური

18 დეკემბერი 2020, 12:12 926 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს იქნება თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში. გომელაურის განცხადებით, იქნება თუ არა ის კვლავ მინისტრი, ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს.

"რამდენიმე დღე დარჩა და დაველოდოთ, წინასწარ მოდი არ ვიმსჯელოთ ამაზე. უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა ვიქნები თუ არ ვიქნები, დაველოდეთ",- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. ახალი მინისტრთა კაბინეტი პარლამენტს კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში