ვნახე ინოვაციები, რომლებიც ქვეყანას კარგ სამსახურს გაუწევს, როგორც ცხელების ცენტრები ისე ონლაინ კლინიკები - ჰანს კლუგე

18 დეკემბერი 2020, 12:30 975 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საქართველოში იმყოფება. ისინი ჰოსპიტალური და კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. 

ჰანს კლუგეს განცხადებით, 5 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებენ covid19-ის მართვის საკითხებზე.

"შეხვედრის მიზანია, ვიმუშავოთ ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად covid19-ის საკითხებზე. მეორე მიზანია შევთანხმდეთ თუ როგორ ვიმუშავებთ ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე და მე მინდა მივულოცო მინისტრს, რომ პანდემიის მიუხედავად გრძელდება უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა საქართველოში. 

მესამე მიზანია ჯანმოს საქართველოს ოფისის მუშაობის გაძლიერება. რასაც მე ვხედავ რეაგირება პანდემიის კორონავირუსის მართვის მხრივ თქვენთან მაღალ დონეზეა, რადგან ყველა მხრიდან იყო ჩართულობა და ის მონაწილეობით იყო აქტიური. მე ვნახე მთელი რიგი ინოვაციები, რომლებიც ქვეყანას კარგ სამსახურს გაუწევს, როგორც ცხელების ცენტრები ისე ონლაინ კლინიკა და კოვიდ სასტუმროები. ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ მხოლოდ კლინიკებზე ბრძოლით თუ ეს ბრძოლა სხვა მიმართულებითაც არ გაფართოვდა. 

გვირაბის ბოლოს ჩანს სინათლე, ვაქცინა არსებობს, მაგრამ შედეგის ბოლომდე მისაღებად ჯერ კიდევ დროა. ნიღაბი, ხელების დაბანა, ჰიგიენა და შეუძლოდ ყოფნის დროს სახლში დარჩენა ეს არის მთავარი რეკომენდაციები.

ჩვენ 5 დღის განმავლობაში ვიმუშავებთ. მე მინდა დაგანახოთ, რომ საქართველო ჩვენთვის პრიორიტეტული ქვეყანაა" - განაცხადა ჰანს კლუგემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში