სოფელ გვარაში სატვირთო მიკროავტობუსსა და მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა 

18 დეკემბერი 2020, 12:43 4876 ნახვა

ქობულეთში, სოფელ გვარას ცენტრალურ გზაზე, სატვირთო მიკროავტობუსსა და მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

მიკროავტობუსი სრულიად დამწვარია. ხანძარი, სავარაუდოდ თხევადი აირის ავზის აფეთქებამ გამოიწვია. 

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მიკროავტობუსის მძღოლები, მარნეულიდან იყვნენ ჩამოსული, რომლებიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მანდარინის დისტრიბუციას ეწეოდნენ.

რაც შეეხება მსუბუქ ავტომობილს, მცირე აალება მოხდა, თვითმხილველების თქმით, მისი ლიკვიდირება დროულად მოხერხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში