აჭარაში კოვიდ სასტუმროების რაოდენობა შემცირდა

18 დეკემბერი 2020, 15:20 1556 ნახვა

18 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 635 ადამიანს დაუდასტურდა და ჯამში დღეისთვის ქვეყანაში სულ 205 ათასამდე ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა — 49 პაციენტი, მათგან 3 აჭარაში. რეგიონში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 394 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 9 კოვიდ სასტუმროდან ამჟამად 5 დარჩა. ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ამის მიზეზი კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რიცხვის შემცირებაა. თუმცა სტაბილური დინამიკის ფონზე ამბობს, რომ მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში