დიდთოვლობაა იაპონიაში

18 დეკემბერი 2020, 15:43 1017 ნახვა

იაპონიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში დიდთოვლობის გამო ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.დიდთოვლობაა ნიიგატისა და გუნმის პრეფექტურებში, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ორ მეტრამდე თოვლი მოვიდა. უამინდობის გამო რამდენიმე დასახლება იზოლირებული აღმოჩნდა. 10 ათასამდე ოჯახს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. მეტეოროლოგიური ვითარების გამო, პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში