გავაძლიერეთ პარტნიორობა და ერთად რეალურ პროგრესს მივაღწიეთ– კელი დეგნანი

19 დეკემბერი 2020, 12:30 1189 ნახვა

საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე საუბრობს - საქართველოში  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა.

კელი დეგნანი ამბობს, რომ 2020   წელი იყო რთული, თუმცა  ამ პერიოდში საქართველოსა  და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობა გაძლიერდა, რის საფუძველზეც დეგნანის შეფასებით,  ქვეყნებმა რეალურ პროგრესს მიაღწიეს. ელჩის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ხალხია. ამბობს, რომ ქართველები და ამერიკელები ორი ქვეყნისა და  რეგიონისთვის უკეთეს მომავალს ქმნიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში