მართლმადიდებლები ნიკოლოზობას აღნიშნავენ

19 დეკემბერი 2020, 12:10 1074 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  მღვდელმთავრებთან ერთად წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა.

მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისთვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ. ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში