ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

19 დეკემბერი 2020, 16:22 1938 ნახვა

კორონავირუსით ქუთაისში ანესთეზიოლოგი გარდაიცვალა. მამუკა ნემსიწვერიძეა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა. 60 წლის მედიკოსის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა.

„დიდი პატივი იყო ჩემთვის ,მამუკა ნემსიწვერიძე, შენთან ერთად 9 წელიწადი ურთულეს გამოწვევებთან გამკლავება! ვერ დაითვლება შენგან გადარჩენილი სიცოცხლეები, შენი პროფესიონალიზმით გაბედნიერებული ოჯახები, შენი მადლიანი საქმეები, კლინიკა არ არსებობს, სადაც შენი გამოზრდილი ექიმი, რომ არ მუშაობდეს! უშურველად გასცემდი და ამიტომ კიდევ უფრო დიდი კაცი და ექიმი ხარ! ხვალინდელ დღეზე ჯერ ვერ ვფქირობ- დღეს მხოლოდ შენ ხარ ! მაპატიე, რომ ვერშევძელი შეუძლებელი, შევხვდებით“- ასე ეხმაურება კოლეგის გარდაცვალებას იმავე კლინიკის დირექტორი, ანჯელა ორჯონიკიძე სადაც მამუკა ნემსიწვერიძე წლების განმავლობაში მუშაობდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში