ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს კოვიდ-19 დაუდასტურდა

20 დეკემბერი 2020, 15:25 3126 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს კოვიდ 19 დაუდასტურდა. გია კიკაბიძეს ვირუსი გეგმიური შემოწმების დროს გამოუვლინდა. მას არც სიმპტომები და ჯანმრთელობის მხრივ არც გართულებები აღენიშნება.

გასულ 24 საათის განმავლობაში ქევაყანაში კორონავირუსის 1 731 შემთხვევა დადასტურდა, აქედან აჭარაში 142.   სულ ჩატარდა 10 ათასამდე ტესტი. გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა კოვიდ-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. ამ დროისთვის ისევ უცნობია შემსუბუქდება თუ არა შეზღუდვები 24 დეკემბრიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში