დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ავტომანქანაში 100 აბი ''ექსტაზი'' ჰქონდა - შსს

21 დეკემბერი 2020, 10:15 1538 ნახვა

თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით,  ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას 100 აბზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" ამოიღეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში