აჭარაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

21 დეკემბერი 2020, 11:00 1450 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 319 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე რეგიონში covid-19 დაამარცხა 28 664 -მა მოქალაქემ. გუშინ კლინიკა დატოვა 56-მა პაციენტმა. 

 რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 747 პაციენტი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 133, ხოლო  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 40 პირი.

საქართველოს მასშტაბით 1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 - თბილისში, 800- აჭარაში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში რჩება 42 292 ადამიანი, მათ შორის აჭარაში - 5 187.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში