ქობულეთში ავარიის შედეგად 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

21 დეკემბერი 2020, 14:27 8498 ნახვა

ქობულეთში, სოფელ გვარას ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი  შეეჯახა. 

სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმის განცხადებით, გარდაცვლილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. რაც შეეხება დაშავებულებს ისინი კლინიკებში გადაჰყავთ. 

 

თვთმხილველების თქმით, ერთ-ერთ ავტომობილში ორსული ქალიც იმყოფებოდა. ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებით ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანეს. 

 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მძღოლის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში