დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა მრავალმა ქვეყანამ შეწყვიტა

21 დეკემბერი 2020, 17:05 1327 ნახვა

კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფად გავრცელების გამო დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლას წყვეტს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. ბელგია გაერთიანებულ სამეფოსთან სარკინიგზო მიმოსვლასაც აჩერებს.

ფრენებზე შეზღუდვები დააწესა ჰოლანდიამ, გერმანიამ, ბულგარეთმა, ირლანდიამ, საფრანგეთმა, საუდის არაბეთმა, რუსეთმა, ნორვეგიამ და ირანმა.

ამავე მიზეზით უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან და სამხრეთ აფრიკიდან შესვლა აკრძალა ისრაელმა, თურქეთმა და სალვადორმა. ქუვეითმა კი გაერთიანებული სამეფო კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ბრიტანეთიდან ფრენები 72 საათით აკრძალა კანადამაც. კოვიდინფექციის ახალი შტამი დაფიქსირდა იტალიაშიც. ინფიცირებული ბრიტანეთიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში