სასამართლო გადაწყვეტილება ალტერნატივას ორ აქტივისტზე

21 დეკემბერი 2020, 20:01 1204 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 პირის საქმე განიხილა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ალტერნატივას 6 წევრიდან 4 -ს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, 2 კი 1000 და 1500 ლარით დაჯარიმდა. ისინი სამართალდამცავებმა აქციაზე რამდენიმე დღის წინ პოლიციის სამართლიანი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

ოქმის შემდგენი მხარე მათ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამით ,,ალტერნატივას’’ წევრების ადმინისტრაციული  საქმეების განხილვა  სასამართლოში დასრულდა.

პარალელურად ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაც მიმდინარეობს ძალადობის მუხლით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში