ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად 100 მილიონი ევროს ინვესტიციას ახორციელებს

22 დეკემბერი 2020, 12:01 1496 ნახვა

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად 100 მილიონი ევროს ინვესტიციას ახორციელებს. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, განახორციელოს შვიდი მთავარი საავადმყოფოს, მათ შორის COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიმღებ საავადმყოფოებად გადაკეთებული კლინიკების მოდერნიზება.

სესხი ასევე ითვალისწინებს COVID-19-თან დაკავშირებული აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვას.

კლინიკებს შორისაა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც პანდემიის პერიოდში,                          covid-19 ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს. 

ასევე იგეგმება ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, ლისის საავადმყოფოს, რუხის საავადმყოფოს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკა  და ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მოდერნიზება.
 
''ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით ასევე მოხდება თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობისა და ვაქცინების შეძენა, აგრეთვე COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის სრულყოფილი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მომსახურების მიწოდების ეფექტიანი ჯაჭვის შექმნა'' - წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში