რეგულაციები ნაწილობრივ მოიხსნა-მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება

22 დეკემბერი 2020, 15:06 1547 ნახვა

გადაწყვეტილება მიღებულია. არ გაიხსნება და  არ აღდგება სატრანსპორტო მიმოსვლა. ანუ, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში   არც მუნიციპალური   და არც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმოძრავებს.  სავაჭრო ობიექტებს, რომლებმაც ყველა წესის დაცვის შემთხვევაში  უნდა განაახლონ მუშაობა დამატებითი რეგულაციები დაუწესდათ. დაზუსტდა რამდენ ადამიანს შეეძლება ერთდროულად მაღაზიაში შესვლა, როდის უნდა გამოაცხადოს სავაჭრო ობიექტებმა ფასდაკლების საათები, რა ნაწილში შემსუბუქდა შეზღუდვები და პირიქით, რა დამატებითი რეგულაციები ამოქმედდება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის  ჩათვლით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში