ბათუმში ბაზრობები არ გაიხსნება

22 დეკემბერი 2020, 17:32 1432 ნახვა

სავაჭრო ცენტრებს მუშაობის უფლება მისცეს, 10 დღიანი შემსუბუქება არ შეხებია ბაზრობებს.  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე საქართველოში აღარ გაიხსნება ბაზრობები.

ბათუმში აგრარული ბაზრის პარალელურად,  რამდენიმე ბაზარი ფუნქციონირებს. 

ე.წ. ხოფის ბაზრობა უკვე რამდენიმე კვირაა დაკეტილია. დირექტორი ამბობს, რომ მოიჯარეები მძიმე მდგომარეობაში არიან.

ზვიად მელიქაძის თქმით, ასევე პრობლემურია ნაკადების მართვის საკითხიც, რადგან აკრძალვების დაწესებამდე რამდენიმე დღით ადრე ბაზრობაზე ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. ახალი რეგულაციების დაცვა და ნაკადის კონტროლი კი რთული იქნება.

''რთულ მდგომარეობაში ვართ, მოვაჭრეებიც რთულ ვითარებაში არიან. მაღაზიები დაკეტილია და ვერ მუშაობენ. მოლოდინი გვაქვს, რომ რაღაც შეიცვლება და მუშაობას შევძლებთ. აქ დახურული სივრცე არ არის და ამის გათვალისწინება შეიძლება. ვიცით რთულია მოქალაქეების დიდი ნაკადის გაკონტროლება'' - ამბობს დირექტორი.  

დღეს, ბრიფინგზე მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ წესების დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ობიექტებს დააჯარიმებენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში