საახალწლო შეზღუდვები თურქეთში

22 დეკემბერი 2020, 18:03 1673 ნახვა

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ  საახალწლო დღესასწაულების პერიოდში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სასტუმროებში ნებისმიერი მასობრივი  გასართობი ღონისძიების ჩატარება აკრძალა.  ღონისძიებების გარდა აიკრძალა სასტუმროების ტერიტორიებზე პრომოაქციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. 

აკრძალვა ძალაში შედის 31 დეკემბრის საღამოს 21 საათიდან და 4 იანვრის დილის 5 საათამდე იმოქმედებს. 

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ პერიოდში უწყება დამსვენებლებზე კონტროლს გააძლიერებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში